пятница, 20 ноября 2009 г.

1) პროექტის სახელი: ჩემი სოფელი

2) პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან თავიანთი სოფლის კულტურასა და ისტორიას.

3) პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან თავიანთი სოფლის ისტორიას,მოიპოვებენ ლეგენდებს, თქმულებებს სოფელზე.
გაიგებენ არის თუ არა სოფელში რაიმე ღირსშესანიშნაობა და მოიძიებენ მათზე ინფორმაციას. გაარკვევენ რომელი გვარის ხალხი
ცხოვრობს სოფელში და მოიპოვებენ ამ გვარების წარმოშობის ისტორიებს. მოიძიებენ ჰყავს თუ არა სოფელს საზოგადოებისთვის
ცნობილი ადამიანები. გადაიღებენ ფოტო-სურათებს, ვიდეო მასალას, შექმნიან ნახატებს და გააკეთებენ ჩანაწერებს.

4) მონაწილეთა ასაკი: 6-9წ

5) ვადები/ხანგრძლივობა: 2009 წლის დეკემბრიდან 2010 წლის მაისამდე

6) პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სხ/სხ კუთხის სოფლების ისტორიების, კულტურის, ღირსშესანიშნაობების შესახებ
ინფორმაციის მოძიება, საკუთარი ნახატებისა და ფოტო-სურათების გამოფენა.

7) მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება პლაკატები, ბლოგები, სადაც განთავსდება მოსწავლეთა
ნამუშევრები.

8) სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექტით მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს სხ/სხ კუთხის სოფლების ისტორიებს.

9) სამუშაო ენა: ქართული.

10) მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

11) საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას
ისტორიაში, გეოგრაფიაში, უკეთ დაეუფლებიან საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას(მობილურით ფოტოებისა და ვიდეოს
გადაღება).

12) პროექტის ფასილიტატორი: ირმა ღვალაძე

13) ფასილიტატორის ელ.ფოსტა: irmiko36@gmail.com

14) პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
sofeli3blogspot.com